ტრენინგის ბოლო დღეს ბოლომდე მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები და დავდეთ ბლოგზე. შემდეგ ჩავატარეთ პროექტების პრეზენტაცია. წარვადგინეთ ჩვენი პროექტები.გაკეთდა შეფასებები. დასრულდა ტრენინგი. ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ მუშაობაში. მინდა ჯგუფის ყველა წევრს წარმატებები ვუსურვო. მადლობა ქალბატონ ლალის.
ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
суббота, 11 июля 2015 г.
пятница, 10 июля 2015 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღე დაიწყო ,ჩვენი ნამუშევრების შემოწმებით, რომლებიც სასწავლო პროცედურებს ეხებოდა.გაკეტდა კომენტარები. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის კითხვარი.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები.
четверг, 9 июля 2015 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას.დავათვალიერეთ საკვანძო კითხვების ნიმუშები.შევიმუშავეთ ჩვენი თემის საკვანძო კითხვები, თუმცა შინაარსობრივ კითხვებთან დაკავშირებით კითხვები მაქვს. დავიწყეთ მუშაობა შეფასების სტრატეგიებზე.
მესამე დღის რეფლექსია
ისევ ვერ მოვახერხე დროულად დამეწერა რეფლექსია. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ქალბატონ ლალის დახმარებით მგონი თავი გავართვი. დასაწყისში განვიხილეთ ბუკლეტები.შემდეგ ესგდან ჩამოვტვირთეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები და გეგმის შაბლონში გადავიტანეთ. ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგებზე.
მეხუთე დღის რეფლექსია
დენი არ იყო გუშინ და მოგვიანებით ვწერ.მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას,ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება, ვისწავლეთ როგორ შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მივიღეთ საშინაო დავალებები. ბევრი სამუშაო გველის!!!
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. პრეზენტაციები ავტვირთეთ და ბლოგებზე გამოვაქვეყნეთ.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებაზე.მივიღეთ შესასრულებელი დავალებები.საინტერესო იყო.
Подписаться на:
Сообщения (Atom)